თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ" ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება დააანონსა - რა ინფორმაციას ავრცელებს "ლელო"?

პარტია "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე ბორჯომში მომხდარ თავდასხმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქუჩებში ანგარიშსწორება დააანონსა და ამით წინასაარჩევნო მარათონი გახსნა. 

"ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დააანონსა ქუჩებში ძალადობა და ანგარიშსწორება. 

ზურა ჯაფარიძეს გორის სმარტთან დაესხნენ თავს

ბორჯომში ახალგაზრდული ბანაკის ბავშვებს მამის ტოლა ორკები მიუყარეს სასტუმროსთან, ქვების სროლით, დედისგინებით და მუქარით

თსუ-ში კობახიძის ლექციიდან გამოსულ სტუდენტს, რომელმაც რუბლები გადააყარა ირაკლი კობახიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ უნივერსიტეტის შენობაში.

ეს უკვე დილიდან!

ქვეყანას ძალადობაში ჩაძირავენ ესენი. 

დღეიდან გახსნეს წინასაარჩევნო მარათონი, აწი დაგვესხმებიან თავს, ყველგან და ყველა ბინძური მეთოდით! ჰოდა, თქვენი შესაშინებელი ლაჩრები თქვენკენვე მოიკითხეთ", - განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, ბორჯომში მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეს მანქანაში დაესხნენ თავს და დაზიანებები მიაყენეს, მოგვიანებით კი იმ სასტუმროში, სადაც "გირჩი მეტი თავისუფლების" სემინარი უნდა ჩატარებულიყო, სავარაუდოდ ალტინფოელი ორკები მიცვივდნენ, "ოცნების" პროპაგანდისტებთან ერთად და შიგნით მყოფ ახალგაზრდებს ქვებს ესვრიან და ემუქრებიან.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა