თეგებით ძიება

10 რჩევა, რომელიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინოთ

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას ზაფხულისთვის.

1. გამოიყენეთ საბავშვო ფხვნილი დეოდორანტის მაგივრად:

სუნისა და სისველის თავიდან ასაცილებლად იღლიებზე საბავშვო ფხვნილის წასმა სცადეთ. ის ნატურალური სიმინდის ფქვილისგანაა დამზადებული და სასარგებლო თვისებები აქვს.

თუ ფეხები ადვილად გიოფლიანდებათ, შეგიძლიათ საბავშვო ფხვნილი ფეხსაცმელშიც გამოიყენოთ.

2. დაამაგრეთ ელასტიკური რეზინები სათვალეზე:

გამაღიზიანებელია, როცა სათვალე ადგილზე არ ჩერდება და მუდმივად მისი შესწორება გიწევთ?

აი, პრობლემის გადაჭრის გზაც: სცადეთ პატარა რეზინების მოთავსება სათვალის ბოლოებზე. ის უფრო მჭიდროდ და მოხდენილად მოერგება თქვენს სახეს.

3. ქოქოსის ზეთი

გინდათ აუზში ჩასვლა, მაგრამ გეშინიათ, რომ ქლორმა თმა არ გამოგიშროთ? გამოსავალი არსებობს: აუზამდე თმაზე ქოქოსის ზეთი წაისვით.

ეს თმას ბზინვარებასაც მოუმატებს და დაიცავს გაუხეშებისა და გამოშრობისგან.

4. უფრო მუქი ტონალური ფუძე

ზაფხულში რუჯის მიღება გარდაუვალია; ყოველ ჯერზე ახალი, უფრო მუქი ტონალურის ყიდვა კი რთულია.

შეგიძლიათ, ღია ფერის ტონალურს უბრალოდ ლიქუიდ ბრონზერ-ი დაამატოთ და მასას მანამდე ურიოთ, სანამ თქვენი გარუჯული კანის ფერი არ გახდება.

5. ცივი ყავა

ცხელი ზაფხული ცივ სასმელებს მოითხოვს! რამდენ ადამიანს სიამოვნებს დღის ცივი ყავით დაწყება და რამდენს უოცნებია, ბევრ ყინულს კოფეინის გემო არ გაექრო მასში? ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ყავა გაყინოთ და წყლის ყინულების ნაცვლად ის გამოიყენოთ ხოლმე.

6. მშრალი იღლიები

ჭარბი ოფლიანობა ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, განსაკუთრებით – ზაფხულში. თუ მკლავიან მაისურს ატარებთ და არ გინდათ, იღლიები დაგისველდეთ, მოათავსეთ ყოველდღიური საფენი მაისურის შიგნით.

7. წყალგაუმტარი ქეისი

თუ გსურთ, თქვენი მობილური, სანაპიროზე ყოფნის პერიოდში, ქვიშის, მტვრისა და წყლისგან დაიცვათ, მაშინ მოათავსეთ ის წყალგაუმტარ პაკეტში. ის თხელი და სუფთაა, ამიტომ აღარც ინერვიულებთ, რომ ტელეფონს რაიმე დაუშავდება.

8. ალოე ვერას ყინული

ზოგჯერ შეიძლება მზეზე წოლისას დრო უქმად დაკარგოთ, რადგან, სასიამოვნო რუჯის მაგივრად, დამწვრობა მიიღოთ. კანის დამწვრობისთვის კარგი საშუალებაა ალოე ვერას გელის გამოყენება. მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია გელის ყინულის კუბიკებად გაყინვა და შემდეგ კანზე წასმა, ეს სიამოვნებასაც მოგგვრით და თან ძალიან ეფექტურია.

9. რა უნდა იღონოთ, ბიუსტჰალტერი რომ არ ჩამოგიცურდეთ

ბოლო წლების განმავლობაში უმხრებო და მხარმოშიშვლებული ზედა ჩასაცმელი ძალზე მოდური გახდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბიუსტჰალტერის ზორტების გამოჩენა სულაც არაა მოდური. ამიტომ მის გარეშე სცადეთ აზღუდის მორგება, მაგრამ რას იზამთ, თუკი მუდმივად ჩამოგიცურდებათ და შეგაწუხებთ?

შეგიძლიათ, ის სპეციალური წებოთი დაიმაგროთ. თუ ვერ იშოვით, ქაღალდის წებო გამოიყენეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – სუპერ წებო! გამოყენებამდე იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ წებო ალერგიას არ მოგცემთ.

კიდევ ერთი საშუალება მისაკრავი ბიუსტჰალტერია, რომელიც უკვე საქართველოშიც იყიდება.

10. „ქარგამძლე“ კაბა

რამდენჯერ გქონიათ სიტუაცია, როცა კაბა ქარის გამო არ ჩაგიცვამთ? თუკი ამ ხერხს გამოიყენებთ, ქარი ხელს ვეღარ შეგიშლით:

მოათავსეთ მონეტები კაბის ჯიბეებში ან ნაკერებში ისე, რომ კაბა ისევ მოდური იყოს. ასე არასდროს აღმოჩნდებით მერილინ მონროს სიტუაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა