თეგებით ძიება
17. 06. 2023 სპორტი

გიორგი მამარდაშვილის შეძენით "ჩელსი“ დაინტერესდა

ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილი შეძენით ჩელსი დაინტერესდა. ინფორმაციას სამი სხვადასხვა გამოცემა ავრცელებს.

Superdeporte

გაბრიელ პაულისტასა და მუკტარ დიახაბის წასვლის შემთხვევაში, „ვალენსია“ ცენტრალური მცველის შეძენაზე დაფიქრდება. არაა გამორიცხული, კლუბი გიორგი მამარდაშვილმაც დატოვოს. მისი გაყიდვის შემთხვევაში, „ღამურებს“ ახალი მეკარის დამატება მოუწევთ.

Standard

ამ ზაფხულს „ჩელსის“ ახალი მეკარის შეძენა სურს, მაგრამ ეს არ იქნება მილანის „ინტერის“ კარის დარაჯი ანდრე ონანა. მან კონკურენცია უნდა გაუწიოს კეპა არისაბალაგას, ედუარდ მენდი კი წასვლას აპირებს, სენეგალელმა „ინტერთან“ მოლაპარაკება აპრილში დაიწყო.

„ჩელსი“ „მილანისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარის, მაიკ მენიოს შეძენას აპირებდა, თუმცა მას 80 მილიონ ევროდ აფასებენ. გუნდის მეორე პრიორიტეტად გიორგი მამარდაშვილი ითვლება.

Nouvelles-dujour

„ჩელსის“ მენეჯმენტი ანდრე ონანას ტრანსფერზე აღარ ფიქრობს. მისი ალტერნატივა გიორგი მამარდაშვილია. მასთან ერთად განიხილება გრეგორ კობელის კანდიდატურა „დორტმუნდიდან“ და დავიდ რაიასი – „ბრენტფორდიდან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა