სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძემ უნგრელი ანდრას სატმარი 15:11 დაამარცხა. ფინალამდე კი ქართველმა მოფარიკავემ უკრაინელ იური ცაპს (15:5), რუმინელს რაზვან ურსაჩს (15:10), ფრანგ ბოლად აპიტს (15:7) და თურქ ენვერ ილდირიმს (15:7) სძლია.