ბათუმში მე-10 სართულიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე კორპუსის მე-10 სართულიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
რა გახდა მე-10 სართულიდან მოზარდის გადმოვარდნის მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 15 წლისაა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.