ძლიერი წვიმა და სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივნისიდან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.