„ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს" - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სააკაშვილმა ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს.
"ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი.ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი.მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს.
სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მას გაზიარებული აქვს 2013 წელს დაწერილი პოსტი, სადაც მიხეილ სააკაშვილის იმდროინდელ განცხადებას პასუხობს: "რამდენად გამართლებული იყო პატარა ჯგუფის მიერ რაღაც აქციის გამართვა იქ, სადაც მახლობლად წინა დღეს მიდიოდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია“, - მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტო, თქვენ წუწკი ხართ და გარდა იმისა, რომ წუწკი ხართ, ინსიქტებიც დაგჩლუნგებიათ. ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება ხელისუფლებაში ვერ დაგაბრუნებთ", - წერს ჩერგოლეიშვილი 2013 წელს.