ოდესის პლაჟებზე ბანაობა აიკრძალა
ოდესის პლაჟებზე ბანაობა აიკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო საბჭომ მიიღო.
ოდესის მერიის ცნობით, ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ბანაობა სახიფათოა, რადგან ზღვაში ფიქსირდება რუსეთის მიერ ჩადენილი ეკოციდის შედეგები.
„ზღვა ნაგავსაყრელად და ცხოველთა სასაფლაოდ არის ქცეული“, - ნათქვამია განცხადებაში.