„კვიპროსთან თამაშის შემდეგ ფეხბურთელთა სუბიექტური შეფასება“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
„კვიპროსთან თამაშის შემდეგ ფეხბურთელთა სუბიექტური შეფასება:
მამარდა - სტაბილურობამდე ჯერ კიდევ შორია. მარტო პირველი ტაიმის ეპიზოდს არ ვგულოსმხობ. მეორე ტაიმშიც კუთხურის დროს ბურთი ისე მოიგერია, ლამის საკუთარ კარში ჩაჭრა. კიდევ კარგი კითხურზე გადავიდა. სანიოლის ადგილზე შოტლანდიასთან მის დაყენებას არ გავრისკავდი. პირდაპირ კვიპროსიდან გავუშვებდი ახალგაზრდულ ნაკრებში.
ლოჩოშვილი - გუშინაც დავწერე და გავიმეორებ: მისგან, ჩემი აზრით, მცველზე უკეთესი ნახევარმცველი გამოვა. გუშინ შეტევაში ორჯერ ისეთი ტექნიკა აჩვენა, მიმიქარავს კვარა. 🙂 სანიოლის ადგილზე რომელიმე თამაშში ექსპერიმენტს ჩავატარებდი და მას დავაყენებდი საყრდენად კვეკვესკირის მაგივრად. თუ გაამართლებდა, ძლიან მაგარი იქნებოდა, რადგან მაღალი და მეორე სართულზე კარგად მოთამაშე ნახევარმცველი სტანდარტულებისას დიდი უპირატესობაა.
კაშია - ზოგადად მას რატომღაც არასდროს აკრიტიკებენ ხოლმე, მაგრამ დაცვის ჩავარდნა მარტო ლოჩოშვილოს ბრალი ვერ იქნება.
კაკაბაძე - ნორმალური იყო, თუმცა ეს ამისი პოზიცია არაა. გოჩოლეიშვილი სადაც თამაშობდა, ეგ უფროა მისი პოზიცია.
გოჩოლეიშვილი - ნორვეგიასთან უკეთეის იყო. არადა, მაშინ თავის პოზიციაზე არ თამაშობდა. გუშინ თავის პოზიციაზე უფრო გაუჭირდა.
აზაროვი. - ნორმალური იყო.
კვეკვესკირი - დროა სანიოლმა ის აბურჯანიას გზას გაუყენოს. ჩვენი ნაკრები გაიზარდა და წინ წავიდა, ის - ვერა.
კიტეიშვილი - გუშინაც გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის მოედნის ცენტრში. თუ ტრამვები ისევ არ დატანჯავს, ნახევარდაცვის ბურჯი იქნება.
ჩაკვეტაძე - ყველა აკრიტიკებს, მაგრამ იმის გათვილისწენებით, რომ სანიოლმა არასწორ ადგილას დააყენა, ცუდადაც არ უთამაშია, უბრლაოდ მისგან რასაც მივეჩვიეთ, ის ვერ ვნახეთ. ჩაკვე უნდა იდგეს ან მარცხნივ, ან ცენტრში, გუშინ კი მარჯვნივ იდგა რატომღაც, როცა შეიძლებოდა მარჯვნივ კიტე ყოფილიყო და მარცხნივ ჩაკვე და მისგან სხვა თამაშს ვნახავდით. მგონი ერჩის სანიოლი.
მიქაუტაძე - გიჟია და გადარეული. ყველა დონის ჩემპიონატში გაქაჩავს.
კვარაცხელია - კვარა კლუბშიც და ნაკრებშიც აწი სულ ასე იქნება - მჭიდრო მეურვეობის ქვეშ და მისი მთავარი ფუნქცია იქნება ასეთ მჭიდრო დაცვაში იპოვოს ხვრელები და მაქსიმალირად გამოიყენოს. გუშინ რამდნეჯერმე იპოვა, კარგადაც გაამწვავა, მაგრამ აშკარად მიზანი აქვს გასასწორებელი. ეს ნაპოლის ბოლო თამაშებშიც ჩანდა.
დავითაშვილი - სამაგიეროდ მიზანი იდეალურად გაასწორა გუშინ ზურიკომ. იუველირული სიზუსტით დაარტყა და თან მარცხენა ფეხით. ზოგადად ამ ნაკრებში მომრავლდნენ ფეხბურთელები, ვინც ორივე ფეხს კარგად იყენებს (კვარა, მიქაუტაძე, ზურიკო, კოტე). ნაკრებში მთავრდება ე. წ. ცალფეხა ფეხბურთელების ეპოქა, რაც კიდევ ერთი ნიშანანია, რომ ახალ დონეზე გადავედით.
ლობჟანიძე - კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძირითადს იმსახურებს.
გაგნიძე - კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მალე საყრდენის პრობლემა აღარ გვექნება.
ბუდუ - ცოტა დრო ქონდა, მაგრა მისი კლასი ბურთთან ყველა შეხებაში ჩანს.
სანიოლი - ნუ ვიჩქარებთ. დაველოდოთ შოტლანდიასთან მატჩს“, - წერს მერაბ მეტრეველი.