თეგებით ძიება
18. 06. 2023 მსოფლიო

Netflix-ი პირველ რესტორანს ხსნის

 Netflix-მა თავისი პირველი რესტორნის გახსნა დააანონსა. Netflix Bites-ი ლოს-ანჯელესში 30 ივნისს გაიხსნება და მას პლატფორმის ცნობილი შოუების, მათ შორის „Chef’s Table“-ის, „Iron Chef“-ის, „Is It Cake?“-ისა და „Drink Masters“-ის შეფ-მზარეულები გაუძღვებიან.

რესტორანი ისეთ შეფ-მზარეულებს უმასპინძლებს, როგორებიც კერტის სტოუნი, როდნი სკოტი და ნადია ჰუსეინი არიან.

Netflix-ის სამომხმარებლო პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტ ჯოშ საიმონის განცხადებით, ლოს-ანჯელესში გახსნილი დაწესებულება მომხმარებლებს მათ საყვარელ შოუებში ამოგზაურებს, წამყვანი მზარეულების მიერ შექმნილი მენიუ კი მათ სარესტორნო დონის გამოცდილებას აზიარებს.

ამერიკული სტრიმინგსერვისის პირველი „pop-up“-რესტორანი დასავლეთ ჰოლივუდში, სასტუმრო Short Stories-ში იქნება წარმოდგენილი და სტუმრებს ყოველდღიურად, საღამოს ხუთიდან ათ საათამდე მოემსახურება. Netflix Bites-ის ვებგვერდზე რესტორნის მენიუ ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში გახდება, ადგილის დაჯავშნა კი თითო ადამიანისთვის $25-ად უკვე შესაძლებელია.

თუმცა გულშემატკივრებს რესტორანში მათი საყვარელი კულინარიული შოუების მონაწილეები არ დახვდებიან. „შეფ-მზარეულები რესტორნების ვიზიტორებს ადგილზე არ დახვდებიან. Netflix Bites-ი მხოლოდ მათ მიერ დამზადებული უნიკალური კერძების დაგემოვნების საშუალებაა“, – წერია Netflix-ის რესტორნის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა