უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა ფაქტობრივად დასრულებულია - დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია ამოცანა ფაქტობრივად დასრულებულია.
„როგორც პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ამ ამოცანის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომელსაც დასავლეთი აწვდის“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას მალე ამოეწურება საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა და ის მთლიანად გახდება დასავლეთზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიანი ბრძოლის უნარს შეუზღუდავს.