თეგებით ძიება

„მიშა ამას “დიადი მიზნებით” მაინც ფუთავდა, ესენი კი ბანალურად ძალაუფლებისთვის კადრულობენ ყველაფერს…“ - ხუხაშვილი „ქართულ ოცნებაზე“

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეა.

„მე არ ვიცი განუკითხაობის, ბოროტების არც ერთი სახეობა, რომელსაც ვებრძოდი ნაც. მოძრაობის პერიოდში და არ გაემეორებინა მოქმედ ხელისუფლებას.

უფრო მეტიც - მიშა ამას “დიადი მიზნებით” მაინც ფუთავდა, ესენი კი ბანალურად ძალაუფლებისთვის კადრულობენ ყველაფერს…

ქართული ოცნება არის ნაც. მოძრაობის “ღირსეული” სამართალმემკვიდრე, რომელიც თავისას ვერ ქმნის, ნაცების დატოვებულზე პარაზიტირებს და თან მთელ დროს მათ წყევლაში ატარებს…“ - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა