თეგებით ძიება

„ბეჰემოტისთვის ძეგლის დადგმის მიზანია, დაგვავიწყდეს, რომ იმ წყალდიდობას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - ბიბილაშვილი 13 ივნისის სტიქიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაზა ბიბილაშვილი დღევანდელ სტიქიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარალელს ავლებს 13 ივნისის წყალდიდობასთან.

„სტიქია, პოლიტიკა და მეხსიერება:

დღევანდელმა წარღვნამ ბევრს 8 წლის წინანდელი წყალდიდობა გაახსენა, მდ. ვერეს ხეობაში. 

იმ წყალდიდობის მოსაგონრად, ხელისუფლებამ მზიურის პარკში ბეჰემოტის ძეგლი დადგა. მართლაც საყვარელი და გულისამაჩუყებელი ძეგლია. შეხედავ და თვალწინ გიდგება კადრები, რომლებიც, შესაძლოა, არც არასდროს გინახავს, მაგრამ რომლებსაც უნახავად გამახსოვრებენ - როგორ აწვებიან გმირთა მოედანზე გაბრუებულ საშიშ გიგანტს უკან, ზოოპარკისკენ.

ტოტალიტარულ ქვეყნებში ყველა ძეგლს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ უწყინარი ბეჰემოტისთვის ძეგლის დადგმის მიზანია, დაგვავიწყდეს, რომ იმ წყალდიდობას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დაგვავიწყდეს, რომ იმ 22-დან ბევრის გადარჩენა შეიძლებოდა, ხელისუფლებას რომ ემოქმედა და წინამორბედის მიერ ნაყიდი ვერტმფრენები აეწია ჰაერში, ჩარჩენილთა გადასარჩენად.  

დაგვავიწყდეს, რომ უბედურების შემდეგ, ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს აშენებულ გზას დააბრალეს, რაც, როგორც მალევე გაირკვა, 100%-ით შეგნებული სიცრუე იყო - ახალი გზა არაფერ შუაში იყო, სტიქიამ კომუნისტების დროს აშენებული, ძველი გვირაბი ჩაკეტა. 

დაგვავიწყდეს, რომ სადაზღვევო აგენტების მომლოდინე ივანიშვილმა საკუთარ საწყობში მაშველები არ შეუშვა. იქ კი ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი ყოფილა დამალული და, როგორც კი საწყობი სადაზღვევო აგენტებისთვის გააღეს, ვეფხმა ადამიანი დაგლიჯა. 

თითქოს ხომ ერთი უწყინარი ჰიპოპოტამის უწყინარი ძეგლია. არადა რამდენის დავიწყებას და - ამ დავიწყების ფასად - რამდენის დაუმსახურებელ კეთილდღეობას ემსახურება... ამიტომ, #გვახსოვდეს“, - წერს ბიბილაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა