"გაბღენძილო ლაჩარო...“ - ვის მიმართავს ალეკო ელისაშვილი?
“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს:
“რიჟვაძეა თუ ვიღაცაა უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი ჰა? შე სად იყავი ომის დროს შე მართლა თანამდებობაზე გაბღენძილო ლაჩარო” - დაწერა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, წლიური ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის ომის გმირებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგვისტოს ომს, "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.
მას შემდეგ კი რაც რიჟვაძის ამ განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა, მან "დააზუსტა", რომ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა. თუმცა, გმირების ოჯახის მოთხოვნებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.