თეგებით ძიება
18. 06. 2023 მსოფლიო

დღეს მამების დღეა

დღეს მამების დღეა, რომელიც მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

ზოგ ქვეყანაში იგი ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს.

დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის შეკრებაზე,

მამის — უილიამ სმარტის პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი.

აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს. დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.

მამების დღე საქართველოში პირველად 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.

მამების დღე აგრეთვე აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-მა, გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ (Men Care) ფარგლებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა