თეგებით ძიება

„ყველაფერი, რაც წარსულის ნეგატიურ გავლენას უკავშირდება, გადამუშავდება და ახალ ფორმებს მიიღებს“ - რას წერს რამაზ გიგაური?

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს, თუ რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება სატურნის რეტროგრადული მოძრაობა, რომლის ფაზები 17 ივნისიდან დაიწყო.

„რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება სატურნის რეტროგრადული მოძრაობა

მოძრაობის ფაზები:

* 17 ივნისი < რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება

* 4 ნოემბერი > დირექტიულად მოძრაობის დაწყება

„ქაოსის გაცნობიერება და მისგან თავის დაღწევა“

ასტროლოგიაში - სატურნი პრობლემებისა და წინაღობების გადალახვის პლანეტად ითვლება. ეს არის დისციპლინირებულობა, კონსტრუირება და სიმაღლის დაპყრობა. მას ჯერ კიდევ ბაბილონში „დიდ მასწავლებელს“ უწოდებდნენ. სატურნი - ეს დრო და მისი მართვაა. სწორედ ამიტომ მისი ასტროლოგიური დამახასიათებელი თვისებებია: სერიოზულობა, ყურადღებიანობა, წინდახედულობა,  მიზანსწრაფვა. 

ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში გადასვლისას, ის იწყებს იმ თვისებებისა თუ გარემოებების კრისტალიზაციას, რომელიც ამ ნიშანს უკავშირდება.

სატურნი 2023 წლის მარტში გადავიდა თევზების ნიშანში და მას 2026 წლის თებერვალში დატოვებს (თუ 2025 წლის ზაფხულში ვერძის ნიშანში რამდენიმე თვით გადასვლას არ ჩავთვლით).

თევზები - ემოციური ნიშანია და ეს ზემოთ აღნიშნული პერიოდი, სწორედ ემოციურ (ცხადია, ასევე ფიზიკურ) დონეზე გადაწყობას და ერთგვარ ფორმატირებას გამოიწვევს. ყველაფერი, რაც წარსულის ნეგატიურ გავლენას უკავშირდება, გადამუშავდება და ახალ ფორმებს მიიღებს.

2023 წლის 17 ივნისიდან - 4 ნოემბრამდე პერიოდი, სატურნის თევზებში პირველი რეტროგრადული ფაზაა, ამიტომ დაიწყება ყველა იმ ილუზიური მდგომარეობის გაფანტვა, რომელიც 2023 წლის გაზაფხულის დასაწყისიდან შეიქმნა და აქამდე ვერ გაცნობიერდა. პირველ რიგში, ეს არის წარსულზე „ავადმყოფური“ მიჯაჭვულობა და წარსულისგან „დატყვევების“  ტენდენცია. ამ თითქმის ოთხთვიან პერიოდში ყველაფერი, რაც წარსულს, წარსულში დაშვებულ შეცდომებს, „ჩადენილ ცოდვებს“, „დაგროვილ“ ქაოსს უკავშირდება, გამოაშკარავდება, გაიხსნება და კონკრეტული ადამიანისგან, ორგანიზაციისგან თუ ქვეყნისგან მათ დამუშავებას „მოითხოვს“. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქაოსი უფრო გაძლიერდება და მთელ რიგ დამუხრუჭებებს გამოიწვევს. ამ პერიოდში ყველა იმ ადამიანს, ვინც აქამდე კარგად ვერ დაინახა, ეძლევა საშუალება, რომ მკაფიოდ დაინახოს და ნათელი წარმოდგენა შეიქმნას. 

თევზები - უკავშირდება ფსიქიკას, ამიტომ ბევრი ადამიანი გააცნობიერებს ემოციურ პრობლემებს და იმ ქაოსს, რასაც მათი გართულებული ემოციური მდგომარეობა იწვევს და დაიწყებენ შინაგან დალაგებას, ხელისშემშლელი ურთიერთობის და ემოციის მოცილებას.

ფაქტობრივად, ეს პერიოდი წარსულის ანალიზისთვის, დასკვნების გამოტანისთვის და ასე ვთქვათ, მისი ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევისთვის საკმაოდ სასიკეთოა. 

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, 

* ბუნებრივია, ეს ციკლი უპირველესად უკავშირდება თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს და ასევე იმათ, ვისაც პირად ჰოროსკოპში სატურნი სწორედ თევზების ნიშანში აქვთ. 

ამ ადამიანებს პირველ შემთხვევაში მოუწევთ გადახედონ მათ ცხოვრებაში ამ ეტაპზე შექმნილ პრობლემებს და მათი მოგვარებისთვის იზრუნონ. მეორე შემთხვევაში კი, ადამიანები გააცნობიერებენ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ფორმირებულ რეალობას. მათ მოუწევთ დაინახონ ზუსტად ის, რაც სინამდვილეშია, ყოველგვარი ფანტაზიისა და ზედმეტი წარმოსახვის გარეშე.

* ეს პერიოდი საკმაოდ სასიკეთო იქნება კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის. მოსალოდნელია მათ შექმნან ან განავითარონ გარკვეული სისტემა, რომელიც მათ პირად თუ საქმიან ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებს მოუტანთ. უფრო მეტიც, შესაძლოა, ეს პრობლემები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გვარდებოდა, სწორედ ამ პერიოდში დალაგდეს და მოწესრიგდეს. 

* მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება კუროებისთვის და თხის რქებისთვის. მათ გაუჩნდებათ გარკვეული შესაძლებლობა, რომ გადახედონ საკუთარ გეგმებს და დანაკარგების გარეშე შეცვალონ. ისინი პრაქტიკულ ჭრილში დაინახავენ ბევრ რამეს და შესაძლოა, პროფესიული, სამსახურებრივი კუთხით ახალი პროექტებიც კი წამოიწყონ. 

* შედარებით პრობლემური იქნება ტყუპებისთვის, ქალწულებისთვის და მშვილდოსნებისთვის. მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია შეიქმნას ის წინაღობები, რომელთა გაცნობიერება და გადალახვა აუცილებელია. თანაც, ეს ყოველგვარი გადადების გარეშე უნდა მოხდეს. ანუ შექმნილი წინაღობები და პრობლემები მათგან „მოითხოვს“ მომენტალურ რეაქციას. 

*სატურნის ეს ციკლი გარკვეულწილად, ნეიტრალური იქნება ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის. გარდა იმ კონკრეტული ადამიანებისა, ვისაც პირად ჰოროსკოპში, თევზებში განთავსებული აქვთ ასცენდენტი, მთვარე, სატურნი ან სტელიუმი (ბუნებრივია, ეს მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც ასცენდენტი, მთვარე, სატურნი ან სტელიუმი აქვს და სატურნის რეტროგრადული მოძრაობისას რეზონანსში მოდის ამ ნატალურ პოზიციებთან“, - წერს რამაზ გიგაური.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა