თეგებით ძიება

“დასაჯე მკვლელი!” - პარლამენტთან ცხოველებზე ძალადობას აპროტესტებენ

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც შინაური ცხოველების უფლებების დამცველები და მეპატრონეები ცხოველებზე ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

მათ ადგილზე მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: “გაამკაცრე კანონი!”, “დასაჯე მკვლელი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”, “ცხოველებისთვის”.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა, კანონის გამკაცრება და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ცხოველების ხოცვა-წამების დასრულება. შესაბამისად, პარლამენტს მოვუწოდებთ, დროულად კანონი მიიღონ და ის გაამკაცრონ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ისინი შსს-ს მოუწოდებენ ბოლო 10 დღეში ცხოველების მიმართ გავრცელებული ძალადობის ფაქტებზე დააკავონ დამნაშავეები.

აქციის ორგანიზატორების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა