"მთელი რაზმი განადგურდა" - უკრაინაში ცხინვალელი მებრძოლები მოკლეს
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა რუსი ოკუპანტების მხარეს მებრძოლი ცხინვალელ ბოევიკების რაზმის უკრაინელების მიერ განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
"აივენგო ტეხოვი - ცხინვალელი ბოევიკი და "შტორმ. ოსეტიას" მეთაური მიაბრიდეს პიატიხატკისთან.
მთელი რაზმი განადგურდა, რადგან არ დანებდნენ ალყაში მოყოლილებიო, მოთქვამენ რსულ-ოსური ტგ-არხები.
კი დავდე ეგ უკვე, მაგრამ მაინც იყოს აქაც, მემორისთვის. მომავალ წელს გავიხსენოთ, როცა ომი უკრაინის გამარჯვებით იქნება დასრულებული და რუსეთის დაშლა - დაწყებული.
აივენგო არა, პირდაპირ რიჩარდ ლომგული დაერქმიათ, აჯობებდა...", - წერს ბერულავა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს. რუსი აგრესორების მხარეს იბრძვიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგელებიც.
საქართველოს ორი რეგონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.