"გარდაიცვალა 21 წლის რატი თოდუა" - კახათის სასულიერო გიმნაზია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
21 წლის რატი თოდუა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას კახათის სასულიერო გიმნაზია ავრცელებს.
"გარდაიცვალა ჩვენი გიმნაზიის კურს დამთავრებული რატი თოდუა. ძალიან დაგვწყვიტა გული რატის გარდაცვალებამ. რატი ხომ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით, პასუხისმგებლობით და საოცარი გონიერებით. ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახის წევრებს,ახლობლებსა და მეგობრებს. უფალმა გაგაძლიეროთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.