ოპერაციის შემდეგ რომის პაპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა და იქადაგა
რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. Vatican News-ის ინფორმაციით, პონტიფიკოსმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეებისთვის იქადაგა.
მან ქადაგებისას ისაუბრა უკრაინის ომზე, მიგრანტების მასობრივ დაღუპვაზე ეგეოსის ზღვაში და უგანდის სკოლის თავდასხმაზე.
ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში პონტიფიკოსს ოპერაცია გაუკეთეს. ის სამედიცინო დაწესებულებიდან 16 ივნისს გაწერეს.