კაცმა გაჩერებული ავტომანქანის ნაწილები მოიპარა - რა მოხდა რუსთავში?
რუსთავში კაცმა გაჩერებული მანქანის ნაწილები მოიპარა.
გავრცელებული ინფორმაციით, VIII მიკრორაიონში, 50 წლამდე მამაკაცმა ეზოშო გაჩერებულ ავტომობილს ქურდობის მიზნით რამდენიმე დეტალი მოხსნა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. გატარებული ოპერატიული სამუშაოების შემდეგ სამართალდამცველებმა ბრალდებული მამაკაცი დააკავეს, ხოლო მოპარული დეტალები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.