რა თქმა უნდა ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია - რას ამბობს კახა კალაძე?
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ძალადობა კატეგორულად მიუღებელია, მათ შორის, ის აგრესია, რაც მოდის ოპოზიციის მხრიდან.
"არაერთხელ მითქვამს და კიდევ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სრულიად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ხდება ოპოზიციის მხრიდანაც, იმიტომ, რომ ნახეთ, ორმაგი სტანდარტი სად იკვეთება: როდესაც ახალგაზრდა ადამიანს აქვს მცდელობა, დაწვას, ისროლოს მოლოტოვის კოქტეილი, მას კონკრეტული ტელევიზიები და პოლიტიკურ პარტიები ასაღებენ გმირად. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი მძიმე დანაშაული, გამოყავთ გმირად, ყოველ შემთხვევაში, აქვთ ამის მცდელობა. შემდეგ კი, როდესაც ხდება ისეთი ძალადობა, რაც თქვენ მითხარით, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ცუდია. ამიტომ, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ტელევიზიებმა კეთილი ინებონ და ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა. როგორ უნდა მომწონდეს და მივესალმო ძალადობას? რა თქმა უნდა მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.