თეგებით ძიება

"პატარავ, ფერადოს მეძახდი და გამაშავე, ვიცი გეცოდები..." - რა ემოციურ პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილი რატი თოდუას მეუღლე? (ფოტო)

 21 წლის, რატი თოდუას მეუღლე, მარიამ ბერიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ ტკივილზე ღიად საუბრობს.

"თითქოს ჩვენზე ყველამ გაიგო, მაგრამ ჩვენს შორის კავშირი მე და შენ ვიცით მხოლოდ...

პატარავ შენი ცოლობით ვარ ყველაზე ამაყი, რამდენჯერაც ამბობენ ჩემზე ეს არის რატის ცოლი ჩემი სიამაყე მატულობს... რამდენი სიტყვა იქნება საკმარისი ყველაფრის სათქმელად? უთვალავი... ჩემი ცხოვრების მთავარი მიხწევა ხარ. 

გაბრაზებული სხვა ოთახში გავდიოდი და დიდ ტექსტს გწერდი, ახლაც ამას ვაკეთებ ეს ჩვევა ბოლომდე გამყვა. 

პატარავ, ფერადოს მეძახდი და გამაშავე, შენზე არ ვბრაზობ ვიცი არ გინდოდა, ვიცი გეცოდები, ვიცი გრცხვენია ჩემი დატოვების ვიცი, ყველაფერი ვიცი... 

ჩვენი ბოლო ჩახუტება შენთვის ცრემლინი იყო, მაგრამ მჯერა მაშინ იყავი ყველაზე ბედნიერი. შიშველს მიგეკარი, რომ გამეთბე, ყურში გეჩურჩულებოდი ჩემს ყველა ძალას შენ გაძლევთქო, მაგრამ არ მქონია საკმარისი, მაპატიე...

რამდენი ვიბრძოლეთ ერთად ყოფნისთვის ჩვენ ვიცით მხოლოდ, როგორ მჯეროდა დასასრული ბედნიერი გვექნებოდა, ბოლომდე მჯეროდა შენი, ახლაც მჯერა პატარავ... არ გემშვიდობები,მე გელოდები.

როცა კვლავ ხელს გამომიწვდი მაშინვე გამოგყვები გელოდები ჩემო ერთადერთო, სადღაც ერთად ბედნიერები უსასრულოდ ვიქნებით ვიცი.

მკერდზე დავიწერეთ შენი არჩეული სიტყვები

,,შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი..." 

და ამისრულე? ახლა მართლა მე ვარ ამ ოთახში ჰაერზე მეტი. ნეტავ იცოდე როგორ არ მინდა, როგორ მტანჯავს ეს სიტყვები

რამდენი დღეა ჩემი ცრემლი შენს თვალებს ეცემა და თითქოს ეს ჩემგან კიარა შენგან წამოსული ცრემლია... მიყვარხარ უსასრულოდ.

მაპატიე, რომ ვერ გიშველე

მაპატიე, რომ საკმარისი ძალა ვერ მოგეცი.

როგორ ერთმანეთის მონატრებით დავიტანჯეთ და ახლა ასე იქნება კვლავ შეხვედრამდე.

გპირდები შენთან საუბარს არასდროს შევწყვეტ

უშენობას არასდროს შევეგუები!

შეხვედრამდე პატარავ...

გელოდები", - წერს მარიამ ბერიშვილი.

ცნობისთვის, 21 წლის რატი თოდუა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა