თეგებით ძიება
19. 06. 2023 მსოფლიო

კაცმა ორ გოგოს მოატყუა, რომ ლამაზ ხედს ანახებდა და კლდიდან გადააგდო - რა მოხდა გერმანიაში?

უცხოური გამოცემა, „დეილი მეილის" ცნობით, ამერიკელ ტურისტებს, 22 წლის კელსი ჩანგსა და მის ემგობარს, 21 წლის ევა ლიუს გერმანიაში თავს დაესხნენ. 

როგორც ცნობილია, მეგობრები გერმანიაში „კონკიას სასახლის" სანახავად იმყოფებოდნენ. უცნობი მამაკაცი მათ ციხესიმაგრის წვერზე ასვლასა და იქიდან საოცარი ხედის ნახვას დაჰპირდა. თუმცა, აყვანის შემდეგ, ორივე ქალს ხელი ჰკრა და ციხესიმაგრიდან გადააგდო. 

22 წლის კელსი საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს, მას ჭრილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ქალი სიკვდილისგან იმ გარემოებამ იხსნა, რომ გადმოვარდისას ხეზე დაეცა. კელსის მეგობარი, 21 წლის ლიუ კი ადგილზე დაიღუპა.  ეჭვმიტანილი ვინმე Troy B-ია.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა