"ქალმა ბინის აივნიდან ერთი ვედრო წყალი გადმოასხა ჩვენს სტუმრებს, რომლებიც ტერასაზე სადილობდნენ" - თავდასხმა ვაკეში (ვიდეო)
"ლუი კოფი" სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მეზობელმა ქალმა მათ სტუმრებს ვახშმობისას წყალი გადმოასხა.
"ჩვენი დევნა მეზობელი ქალბატონის მხრიდან კვლავაც გრძელდება.
დღეს, 0:30 სთ-ზე მან საკუთარი ბინის აივნიდან ერთი ვედრო წყალი გადმოღვარა ჩვენი სტუმრების თავზე, რომლებიც ტერასაზე სადილობდნენ.
მიაქციეთ ყურადღება:
სამი მცირეწლოვანი ბავშვის იქ ყოფნამ დამნაშავე ვერ შეაჩერა.
ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ბოროტებასთან.
შესაბამისი განცხადებები უკვე შეტანილია სამართალდამცველ ორგანოებში.
სხვათა შორის, ამ ქალბატონმა ჩვენს სტუმრებს 29.05.2022 წელსაც გადმოასხა თავზე წყალი.
მართალია განცხადება, ასევე განცხადება პოლიციელთა უმოქმედობაზე მაშინაც იქნა წარდგენილი, მაგრამ სრულიად იყო იგნორირებული - აქედან მოდის დაუსჯელობის სინდრომი.
სამართალდამცველო ორგანოებო!
ახლა მაინც აპირებთ იმოქმედოთ, თუ ელოდებით სანამ სროლას აგვიტეხენ?", - ნათქვამია გავრცალებულ ინფორმაციაში.