რომ შეხედოთ, ჩვეულებრივი ჩონჩხია - გიული ალასანია სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
მისი თქმით, სააკაშვილი ძალიან გამხდარია.
"სიცხე როგორც წესი, სულ აქვს. წნევა აქვს მაღალი. ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ საერთოდ რომ შეხედოთ, ეს არის ჩონჩხი ჩვეულებრივი. რომ წამოდგება ხანდახან წამოიწევა, ეს არის ჩონჩხი. გული მიჩერდება ხოლმე“, - აცხადებს გიული ალასანია.