"არ დაგტოვა, ანგელოზო, მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა" - გეგუთში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის მამაც გარდაიცვალა
გეგუთში, ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის მამაც გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ეხმაურება.
"გლოვობს ჩემი გეგუთი. არ დაგტოვა, ჩემო ანამარია, ანგელოზო, მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა. შენ ხომ მხოლოდ მამიკომ გაგზარდა და მამიკოს გოგო იყავი. ახლაც ისევ ისე იზრუნებს შენზე, როგორც ზრუნავდა. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს თქვენი სულები!
გავარდა მეორედ მეხი გეგუთში...
მეორე უდიდესი ტრაგედიაა მთელი სოფლის...
პირველი მეხის გავარდნა ანამარიას სიკვდილი იყო...
მეორე, გია გაბუნიას...
ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც..
ეს ისაა, როცა მსგავსი ტრაგედია გამუნჯებს...
მთელი სოფელი დამუნჯდა მაშინ, როცა ანამარია გარდაიცვალა...
ეს ის მომენტი იყო, ხმამაღალი საუბარი, გაღიმება და სიხარულიც რომ გერიდებოდა ადამიანს ..
მთელი სოფელი გტირის გია და ანამარია..
ცრემლი არ შეშრობიათ თვალზე...
დარწმუნებული ვარ, თითოეული გაიღებდა თავის წილ პატარა სიცოცხლეს, მამა შვილს რომ გშველიდეს ..
სიკვდილი არაა საშიში, საშიში ისეთი სიცოცხლე ყოფილა, სიკვდილს რომ განატრებინებს...
მხოლოდ უფალი და დედაღვთისა თუ მისცემს დედაშენს ძალას, და თეკლას ამ დიდი ტკივილის დათმენის, თორემ ნებისმიერი ადამიანური სიტყვა და ნუგეში აქ უძლურია...
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიას ლამაზი სული!
ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც ამეტირაა....
ცა ჩამოინგრა გეგუთის თავზე, იწყეს ტირილი ანგელოზებმა......სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე... სული მაქვს დამძიმებული....
ჩვენი ვალია ვილოცოთ მათი ლამაზი სულებისთვის!
უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი! ტრაგედიას რომელსაც სახელი არ ააქვს....", - წერს სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ქუთაისი-გეგუთის გზაზე ავტოავარია მოხდა. ავარიაში მთელი ოჯახი მოჰყვა - მამა, 2 შვილი და ბებია. შემთხვევის შედეგად გეგუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ანამარია ბაბუნაშვილი ადგილზე დაიღუპა, მამამისი კი საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.