თეგებით ძიება

"სიმსივნე კი არა, ანთება ყოფილაო თუირქეთში" - თბილისში "ცნობილმა" ექიმებმა მორიგი არასწორი დიაგნოზი დასვეს

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ თიკო ფეიქრიშვილის პოსტი ვრცელდება, რომელშიც ის მეგობრისთვის დასმულ უმძიმეს დიაგნოზსა და ქართველი ექიმების შეცდომაზე საუბრობს.

"ჩემი კოლეგა წერს ამ პოსტს.

თიკო ფეიქრიშვილი:

რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, აქ თბილისსში "ცნობილმა" ექიმებმა, თან არაერთმა. კანის კიბოს  გარდა, რომელზეც უკვე ვეღარ ვდარდობდით, მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, სხეულის 3 ადგილას სიმსივნური წარმონაქმნით (კატეს დსკვნით) და ეგრევე სასწრაფოდ ქიმია დაუნიშნეს, ესეც მიდიოდა გადასხმაზე, როდესაც მეორე მეგობარმა შეაჩერა, იქნებ თურქეთში რამე გავარკვიოთო, მოკლედ მოვძებნეთ სტამბულში ონკოჰემატოლოგი, დავჯავშნეთ ვიზიტი და სასოწარკვეთილებმა და დახოცილებმა გავუშვით, ფუძის ძვლიდან ბიოფსიის ასაღაბად. იმავე დილას მომწერა, სისხლის ლიმფომა კი არა ანთებააო, ხალხო სიმსივნე კი არა ანთება ყოფილაო, ან-თე-ბა, 

 რაც ალბათ კანისგან არისო, და გაუშვეს ონკოდერმატოლოგთან, იმან უთხრა კიო, გავსო, მაგრამ უნდა ამოვჭრათ რომ დიაგნოზი დავსვათო, ჰოდა ეხლა პასუხი მოვიდა, დერმატიტიაო, განა კანის კიბო, დერ-მა- ტი ტიო. 

ჩვენ კი დავიხოცეთ და იმ 6 ექიმს მერე ჩამოვუვლი, როცა გამოვფხიზლდებით", - ციტირებს კოლეგას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა