ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ რუსეთს ლეტალური იარაღით არ დაეხმარება - ენტონი ბლინკენი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინელ დიპლომატებთან შეხვედრისას პეკინმა აშშ დაარწმუნა, რომ მას არ გაუგზავნია და არ აპირებს გაუგზავნოს რუსეთს ლეტალური იარაღი.
"რაზეც ჩვენ მუდმივად შეშფოთებული ვართ არის ჩინური ფირმები - კომპანიები, რომლებიც შესაძლოა აწვდიდნენ ტექნოლოგიას, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს უკრაინაში თავისი აგრესიის წინსვლისთვის. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ჩინეთის მთავრობას, რომ იყოს ძალიან ფხიზლად ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ბლინკენმა.