თეგებით ძიება

პარლამენტში ძალადობრივი განცხადებები არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება - თინა ბოკუჩავა

ხელისუფლება თავადაა ძალადობის ავტორი და ინიციატორი - პარლამენტში ძალადობრივი განცხადებები და ძალადობის ინსცენირება არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებას დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და ძალადობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

"ხელისუფლება ახალისებს ძალადობას, რადგან თავად არის ამ ძალადობის ავტორი და ინიციატორი. როცა საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში აკეთებენ ძალადობრივ განცხადებებს და ძალადობის ინსცენირებას, ეს არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება. ისინი როგორც წესი, ან პირდაპირ არიან ორგანიზებული "ქართული ოცნების" მიერ ან სხვადასხვა სახით ახალისებენ, მათ შორის, დაუსჯელობით ყოველთვის.

ეს არის რეჟიმი, რომელიც დგას ძალადობაზე, დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და ცდილობს ამგვარი ძალადობრივი ჯგუფებით შეინარჩუნოს ძალაუფლება," - განაცხადა ბოკუჩავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა