20 ივნისს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ივნისს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში: ცხვედიეთი, წითლიანი, ხევშა, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ბიბილაანი, ქავთარაანი, კორუღი, ბანცური.
14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ჟინვალი, ჩინთი, ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, ჩიხაანი.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია განცხადებაში.