თეგებით ძიება

"მდგომარეობა უმძიმესია“ - რას ამბობს ექიმი მეხის დაცემის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცზე

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე 15 ივნისს მეხი დაეცა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია.

"ჯარისკაცის მდგომარეობა უცვლელად რჩება, ისევ მართვით სუნთქვაზეა. ამ ეტაპზე სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა მდგომარეობა უმძიმესია“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისათვის, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა