ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულს, აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, ფაქტობრივი მტკიცებულებები საკმარისად ჩათვალა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ, სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდა. პროცესს დაესწრო ბრალდებულიც, ის დანაშაულს აღიარებს. წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს უცნობმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.