"მანქანა აფეთქდა... ჩემი ძმა დაიწვა, ბიძამ ფანჯრიდან გადააგდო, რომ გადაერჩინა" - ორმაგი ტრაგედია თამაზას ოჯახში (ვიდეო)
პროექტ "პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილე, თამაზა ოჯახის ტრაგედიას იხსენებს.
როგორც თამაზა გადაცემაში "ია ფარულავას კონვერტში" ამბობს, ის ჯერ კიდევ 2 წლის იყო, როდესაც მისი 8 წლის ძმა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
"მანქანა აფეთქდა... ჩემი ძმა დაიწვა. ჩემი ძმა ბიძაჩემმა ფანჯრიდან გადმოაგდო, რომ გადარჩენილიყო", — ამბობს თამაზა.