თეგებით ძიება

სასიხარულო ინფორმაცია - გოგონას მდგომარეობა, რომელსაც ავარიაში და და მამა დაეღუპა, უმჯობესდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაგუ ჭეიშვილი გეგუთი-ქუთაისის გზაზე დაშავებული გოგონას შესახებ წერს და აღნიშნაბს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესდება.

"მეგობრებო, ჩვენი იმედის, ჩვენი თეკლას მდომარეობა უმჯობესდება ♥️

ოჯახის სახელით ყველას ძალიან დიდი მადლობას გიხდით ♥️

პ.ს ბებო გამოწერეს", - წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, გეგუთი-ქუთაისის გზაზე მთელი ოჯახი ავარიაში მოჰყვა. ავტოკატასტროფის შედეგად მეექვსეკლასელი ანამარია ადგილზე დაიღუპა, მამამისი კი მიღებული ტრავმებისაგან 19 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა