თეგებით ძიება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მონაზონი ზოილე (ჯიქია) გარდაიცვალა.

"გარდაიცვალა ზუგდიდისა  და ცაიშის  ეპარქიის, კორცხელის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის  სახელობის, დედათა მონასტრის წევრი მონაზონი ზოილე (ჯიქია).

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ზოილე (ჯიქიას) გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მონასტრის წევრებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადგარდაცვალებული მონაზონი ზოილე (ჯიქია).

დაკრძალვა ხუთშაბათს (22 ივნისს)  14:00-საათზე.

გამოსვენება კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრიდან", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა