თეგებით ძიება

დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს ამუშავებდა, უარის შემთხვევაში სცემდა და ფულს ისაკუთრებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

უწყება აღნიშნავს, რომ უარის შემთხვევაში დაკავებული ბავშვებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა