"ყველაზე წაქცეული რუსი ვანია ბევრ აჭარელს მირჩევნია" - რა ხდება ბათუმში, სადაც ბაზრობაზე ოკუპანტების საამებლად წარწერები რუსულ ენაზე გააკეთეს?
ბათუმის აგრარულ ბაზარში, თითქმის, ყველა დახლზე პროდუქტებს აღწერა და ფასები, მხოლოდ რუსულ ენაზე აქვთ დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას tv25 ავრცელებს და ვიდეომასალასაც ავრცელებს.
"უკრაინელს რუსი მირჩევნია... ყველაზე წაქცეული რუსი ვანია ბევრ აჭარელს მირჩევნია", - ამბობს ადგილზე მომუშავე ერთ-ერთი აწარელი კაცი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსის ჯარი დღემდე დგას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. კრემლი საქართველოს ამ რეგიონებს მარიონეტული რეჟიმების მეშვეობით მართავს.