თეგებით ძიება

ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა - ლევან ბერძენიშვილის პირველი კომენტარი თავდასხმაზე

პროფესორი, ლევან ბერძენიშვილი მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და მიანიშნებს,რ ომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი ურევია.

"თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს - ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება.

ეს არ დამთავრდება, ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველ დღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა გირჩი, ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი, მერე სხვა და ჩვენ რომელიღაც ირაკლი კობახიძე გვეტყვის, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე.

ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. სხვათა შორის, მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად", - თქვა ლევან ბერძენიშვილმა "მთავარ არხთან".

ცნობისთვის, დღეს, თბილისში, ჭავაჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა