ძალადობა მიუღებელია, ასევე დაუშვებელია მისი წახალისება, რასაც ცდილობს ოპოზიცია - კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ასევე, დაუშვებელია მისი წახალისება, რისი მცდელობაც აქვს ოპოზიციას.
"რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და ძალადობის რომელ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება?! ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. როდესაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, აქვთ მცდელობა, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კი გამოდიან და სურთ გმირად შერაცხონ ასეთი ადამიანი, ეს დამაზიანებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.