თეგებით ძიება

"ლევან ბერძენიშვილზე თავდახმა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია" - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილზე დღეს მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

მისი თმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

"ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, შესაძლო ძალადობის ფაქტზე", - წერს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, დღეს 20 ივნისს ფილოლოგ, ლევან ბერძენიშვილს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა