თეგებით ძიება

"არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თუ ვინმეა, მე და კლინიკის თანამშრომლები ვართ" - ნინო ნადირაძე

"ვივა მედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე წერს, რომ არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თუ ვინმეა, ეს თვითონ და კლინიკის წარმომადგენლები არიან. ამით ნადირაძე  ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნელსონ მანდელა არაადამიანური მოპყრობის და წამების სამიზნე იყო მრავალი წლის განმავლობაში, შემდეგ ის დაბრუნდა პოლიტიკაში“

"უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თუ ვინმეა, მე და კლინიკის თანამშრომლები ვართ", - წერს ნინო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა "ვივა მედში" გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა