"საცოდაობა ტრიალებს ავანგარდში... გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი" - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტის შვილი, 36 წლის მირანდა ხიზანეიშვილი გარდაიცვალა.
"გლოვობს ჩემი ქუთაისი, ავანგარდი. გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი, 36 წლის მირანდა ხიზანეიშვილი. ემიგრანტმა დედამ იტალიაში, ლეჩეში, ლია ხიზანეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაიგო ეს ამბავი... რამხელა ტკივილია.
საცოდაობა ტრიალებს ავანგარდში. ძალიან დაგვწყვიტა გული ემიგრანტის შვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ.
იტალიის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ... მონატრებული შვილი... მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო. გლოვა ჩამოსახლდა ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო... ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია. შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში...
წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს
რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?
რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.
მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი.
გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.
როცა ჩამოვლენ, ცდილობენ, გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი.
შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს.
მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო.
ლია ეს ის შემთხვევააა ვერაფრით გიშველი…
ვერაფრით დაგეხმარები..
ვერანაირად გიწვდი დახმარების ხელს.
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იტალიაში ლია ხიზანეიშვილს ღმერთმა გამძლეობა მოგცეს ლიაკო.
სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად.... მირანდას დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ... ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს...ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს, ემიგრანტია თუ არაემიგრანტი...შეიძლება კალთაში გიჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზღვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის ეს ტკივილი სხვა განზომილებაშია და სხვა საზომით იზომება... ქართველ ემიგრანტს ქ.ლ. ლიას ღმერთს ვთხოვთ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა, შენი მირანდას სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ... კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას“, - წერს შოთო სიხარულიძე.