სასამართლომ გიორგი გაბუნიას "რუსთავი 2"-დან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი გაბუნიას "რუსთავი 2"-დან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ადვოკატის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "რუსთავი2"-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს "რუთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ მოქმედი მფლობელისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები გაათავისუფლა.