პუტინთან დიდი ხანია, არ მილაპარაკია, თუმცა მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს - დონალდ ტრამპი
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს.
"პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მასთან დიდი ხანია არ მილაპარაკია, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. პუტინთან ჩემმა საუბარმა უკრაინაში შეჭრა რამდენიმე წლით გადადო. ის ამას არ გააკეთებდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მან ეს გააკეთა ჩემი წასვლის შემდეგ“, - განაცხადა ტრამპმა.