სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
მსახიობი და ყოფილი პარლამენტარი, სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯაჭვლიანი თურქეთში დღეს დილით წავიდა.
„5-ეტაპიანი მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, რომელიც 2-3 თვეს მოიცავს. პირველი ეტაპის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შემდეგ ისევ მკურნალობა და ა.შ. ეუბნებიან, რომ მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება,“ - განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამოცემასთან ყოფილმა პარლამენტარმა და სოსო ჯაჭვლისნია მეგობარმა, დავით ლორთქიფანიძემ.