ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომელთა ნაწილმა პროტესტი თბილისში განაგრძო, პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება.
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს
პროტესტის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, აქციაზე მისვლისგან თავი შეიკავონ.