"მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს, მე - 4. სასტიკად ნაცემი ვარ... სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი" - თბილისში ოჯახს თავს დაესხნენ (ფოტო-ვიდეო 18+)
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქრისტი მელძე მის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მეზობელმა ბიჭმა მამამისის და მისი მოკვლა სცადა.
"მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანმა, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, ცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე, რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად ცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რო გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა. რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს, ვინც გადაგვარჩინა. და ყველას ძალიან. დიდი მადლობა, ვინც ეს დღეები გვერდით დამიდგა. ვინც დიდი ხანია მიცნობს, იცის, 17 წლის ვიყავი, დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2 წელი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი, ყოველდღე ვხვდებოდი, რო ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი.. დედას გარდაცვალებიდან 8 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრავმა არ გამნელენია. ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8 წლის შემდეგ კი, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემს თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფეეს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია. ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ; მინდა, ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს .ეს არის ჩემი ცხვორების პირველი ადამიანი, ვინც მძულს, ვინც ერთადერთ მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით, რომ რაც ჩვენ მოგვაყენე იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს, რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.. აქვე მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას..და მე როგორც მოწმეს..", - წერს ქრისტი მიქელაძე.