მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი შესაძლოა, ვერ მიიღოს - Edison Research
Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 90% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 10% კი წინააღმდეგია.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი შესაძლოა, ვერ მიიღოს, 28% აცხადებს, რომ ქვეყანა სტატუსს დანამდვილებით მიიღებს. 21% კი ფიქრობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს დანამდვილებით ვერ მიიღებს.
გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევა 25 მაისიდან 14 ივნისამდე, პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, საქართველოში მცხოვრებ 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანს შორის ჩატარდა.