მოსახლეობის 61%-ის აზრით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს - Edison Research
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.
შეკითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია, პასუხები ასე ნაწილდება:
კი - 61%
არა - 39%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.